მალაიზიას ახალი მეფე ჰყავს

მალაიზიის მმართველთა საბჭომ შტატ ფაჰანგის სულთანი ტენგკუ აბდული ქვეყნის ახალ მეფედ აირჩია. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას საბჭო ავრცელებს.

ახალი მეფე უფლებამოსილების შესრულებას 31 იანვარს შეუდგება, მისი მმართველობის ვადა კი 5 წელს შეადგენს. ხმის მიცემის შედეგები ქვეყნის პრემიერმინისტრმა წარადგინა.

ქვეყნის ყოფილმა მეფემ მუჰამად V-მ ტახტზე უარი იანვარში განაცხადა. სამეფო ტახტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იგი შტატ კელანტატში დაბრუნდება, რათა სიმშვიდისა და განვითარებისთვის თავის ხალხთან იყოს. ტახტზე უარის თქმის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მალაიზიაში საკონსტიტუციო მონარქიაა. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, მეფის მმართველობის ვადა 5 წელიწადს შეადგენს, მას ირჩევენ საიდუმლო ხმის მიცემის შედეგად, ქვეყნის 9 სულთანს შორის, რომლებიც ადგილობრივ შტატებს მართავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...