მაკრონმა ალიევს დაურეკა და მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაურეკა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს და მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისაკენ.

”2 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაურეკა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. საფრანგეთის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო და მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დროული აღდგენა”,- აცხადებს ალიევის პრესსამსახური.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად