მაკრონის განცხადებით, კვიპროსის გამო, ევროკავშირს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეუძლია

თურქეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები შეიძლება დაწესდეს დეკემბრის დასაწყისში, თუ ანკარადან არ განხორციელდება კონსტრუქციული მოძრაობა კვიპროსისა და საბერძნეთის მიმართ. ამის შესახებ პარასკევს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

”ჩვენ შევთანხმდით, რომ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება დეკემბრის დასაწყისში, თუ ანკარა კონსტრუქციულად არ უპასუხებს ჩვენს მოწოდებას დიალოგზე და არ შეეშვება ცალმხრივ ქმედებებს საბერძნეთისა და კვიპროსის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან.

მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი აპირებს ანკარასთან ურთიერთობების ნორმალიზების კიდევ ერთ მცდელობას, სავაჭრო და მიგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად