მაკრონი: ვაპირებ, მთიანი ყარაბაღის საკითხი პუტინთან და ტრამპთან განვიხილო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გეგმავს სატელეფონო საუბრების გამართვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, მთიანი ყარაბაღში ვითარების მოგვარების გზების განხილვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ოთხშაბათს, ლატვიაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ამ თემას განიხილავს შუამავლების საერთაშორისო კომპეტენტური ჯგუფი – მინსკის ჯგუფი, რომელშიც შედიან საფრანგეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვუკავშირდებით პირველივე საათებიდან [მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების შესახებ] საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ჩემს დონეზე. მე ვგეგმავ, რომ დავუკავშირდე პრეზიდენტ პუტინს და, ვფიქრობ, ხვალ – პრეზიდენტ ტრამპს ამ თემაზე, რათა გავცვალოთ მოსაზრებები და შევთავაზო ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზები“, – თქვა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად