მაკრონი: უკრაინის კრიზისის მოგვარების გარეშე, რუსეთის G8-ში დაბრუნება სტრატეგიული შეცდომა იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის მონაწილეობით G8-ის ფორმატის შესაძლო აღდგენის თაობაზე საკუთარი პოზიცია განმარტა. მისი თქმით, უკრაინაში არსებული კრიზისის მოგვარების გარეშე, რუსეთის დაბრუნება სტრატეგიული შეცდომა იქნება. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რუსეთის ყოველგვარი პირობების გარეშე მიწვევა შესაძლოა აღიქმებოდეს, როგორც G7-ის სისუსტის ნიშანი.

თუმცა, მომავალში, მან არ გამორიცხა, რომ რუსეთი “დიდი რვიანის” ფორმატს დაუბრუნდეს. როგორც მაკრონი ირწმუნება, ამისთვის პირობების შესრულებაა აუცილებელი.

მანამდე, CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და შესთავაზა, რომ რუსეთი 2020 წელს “დიდი შვიდეულის” სამიტზე მიიწვიონ. თუმცა, ამ ინფორმაციის ოფიციალურად არავინ ადასტურებდა.

რამდენიმე საათის შემდეგ, საფრანგეთში, სააგენტო “როიტერის” დიპლომატმა წყარომ თქვა, რომ მხარეები მზად არიან, რუსეთი G7– ში დაბრუნდეს. თუმცა, წყაროს თქმით, ყველაფერი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...