მაკრონი: რუსეთთან მომთხოვნი და გულწრფელი დიალოგი უნდა დამყარდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზმა უნდა გადახედოს თავის ურთიერთობას მოსკოვთან.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ კარტები უნდა გადალაგდეს და რუსეთთან უნდა დამყარდეს მომთხოვნი და გულწრფელი დიალოგი“, – განაცხადა მაკრონმა საფრანგეთში ელჩების წინაშე გამოსვლის დროს.

მისი თქმით, ეს აუცილებლობას წარმოადგენს, რათა შემუშავდეს რუსეთთან მიმართებაში საერთო ევროპული სტრატეგია.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში შედგება 2+2 ფორმატის შეხვედრა რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ეს მოლაპარაკებები, მაკრონის ჩანაფიქრის მიხედვით, წინ უნდა უძღოდეს „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრას, რომლის ჩატარებასაც იგი სექტემბერში გეგმავს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად, უკვე მზად არის შესთავაზოს სამიტის ჩატარების თარიღები უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მაკრონის განცხადებით, მან ეს წინადადება უკვე განიხილა მოსკოვთან და კიევთან.

„ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა ბოლოს 2016წელს გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად