A1 ბანერი

მაკრონი: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აუცილებლად აღდგება, ამას იმსახურებს ფრანგი ხალხი!

ასე მიმართა საზოგადოებას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

“ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ და მთელ ძალას ჩავდებთ იმაში, რომ აღვადგინოთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აუცილებლად აღდგება, იმიტომ რომ ამას ელოდება ფრანგი ხალხი და იმიტომ, რომ ამას იმსახურებს ფრანგი ხალხი!”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, ტაძრის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრი დაახლებით 18:15 და 19:00 საათს შორის გაჩნდა რა დროსაც ტაძარში  მესა მიმდინარეობდა.

ხანძრის გამომწვევის მიზეზების შესახებ დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ. ვარაუდობენ, რომ ხანძარი მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...