მაკრონი: აუცილებელია, რომ სირიაში, თურქეთის სამხედრო ოპერაციას წერტილი დაესვას

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. მათ განიხილეს თურქეთის მიერ, სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის საკითხები.

„საფრანგეთი და შეერთებული შტატები ერთნაირად გამოთქვამენ შეშფოთებას თურქეთის მიერ, სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით და ამის გამო, უახლოესი დღეების განმავლობაში თავიანთ მოქმედებებს მჭიდრო კოორდინირებას გაუწევენ“, – ნათქვამია ფრანგული მხარის მიერ, ლიდერების სატელეფონო საუბართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში.

მაკრონი თავის მხრივ აგრეთვე აცხადებს, რომ აუცილებელია, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაციას წერტილი დაესვას.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ვაშინგტონმა თავის მხრივ, უარი თქვა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე ოპერაციისთვის მხარდაჭერაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ თუკი ანკარა, ოპერაციის ფარგლებში ზღვარს გადავა, თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ მზად არის ერდოღანის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად