მაკო გომური: დაუსჯელობით დაღლილი დაზარალებული ვარ, არ მინდა ჩემი ამოთხრილი თვალის ხარჯზეც ვინმემ საჯდომები გაითბოს

2020 წლის 20 ივნისის საქმეში დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც აქციაზე სპეცოპერაციის დაშლის დროს თვალი დაკარგა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესს ეხმიანება.

❗❗ “ამნისტია არის დასასრული და დასამარება 20 ივნისის რომ არასდროს დაისჯება ის, ვის გამოც დღეში 7 მილიარდჯერ პროთეზს ვრეცხავ და ერთი სული მაქვს სახლში მივიდე, რომ გამივიძრო თვალიდან ეს დამპალი და წყეული რაღაც. მე დაუსჯელობით დაღლილი დაზარალებული ვარ, ვისი ამოთხრილი თვალის ხარჯზეც არ მინდა პარლამენტის სკამზე ვინმემ საჯდომები გაითბოს” – წერს მაკო გომური.

შეგახსენებეთ, შესაძლოა ქევყანაში ოპოზიიცის 6 თვიანი საპარლამენტო ბოიკოტო 20 ივნისის საქმის ამნისტიით დასრულდეს და საქმეში ბრალდებული პირები სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ. ერთ-ერთია პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც 20 ივნისის საქმეზეა ბრლადებული და ამ დროისთვის ციხეში იმყოფება.

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით ნიკა მელიას გირაოს გადახდის სანაცვლოდ, “ოცნება” “20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის კანონის მიღება. 

თავად ნიკა მელიამ კი “ოცნების” პოზიციას ასე უპასუხა: არავინ მაკადროს, 20 ივნისის დამნაშავეები ამნისტიის ქვეშ მოვაქციოთ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...