მაკენზი ბეზოსი აშშ-ის ყველაზე მდიდარი ქალი გახდა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, Amazon–ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი, შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. ამის შესახებ ჟურნალი Forbes იუწყება.

მაკენზი ბეზოსმა განქორწინების შედეგად, გასულ ივლისში, მსოფლიოს უდიდეს ონლაინ საცალო სავაჭრო კომპანიის 4%-იანი წილი მიიღო. განქორწინების დროს მისი ღირებულება დაახლოებით 38.3 მილიარდი აშშ დოლარი იყო, თუმცა Forbes–ის თანახმად, Amazon–ის აქციების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს.

ამრიგად, დღემდე  ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლის სიმდიდრე 62.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, Forbes–ის თანახმად, მან შეერთებული შტატების უმდიდრესი ქალების სიაში, პირველი ადგილი წაართვა მსხვილი საცალო ქსელის დამფუძნებლის, Walmart-ის დამფუძნებლის ქალიშვილ ალისა უოლტონს, რომლის ქონებასაც გამოცემა 57.3 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს.

თავად ჯეფ ბეზოსის ქონება ამჟამად 188,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამ კვირის დასაწყისში Forbes–მა იგი აღიარა პირველ ადამიანად, რომლის ქონებაც აღემატებოა 180 მილიარდ აშშ დოლარს.

ამაზონი, რომელიც პროდუქტებს ინტერნეტით ყიდის, ბეზოსმა შეერთებულ შტატებში 1994 წელს დააარსა. წიგნების და ჩანაწერების გაყიდვიდან, კორპორაციამ თანდათანობით გადაინაცვლა ვიდეოჩანაწერების, ვიდეო თამაშების და სამომხმარებლო ელექტრონიკის რეალიზაციაზე და ასევე პირველი იყო შეერთებულ შტატებში, რომელმაც თავის ვებსაიტზე მომხმარებლებს შესთავაზა ფილმის ფასიანი ჩამოტვირთვის სერვისი ინტერნეტ კავშირის გარეშე მოგვიანებით მათი ყურების შესაძლებლობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად