მაკედონიაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება

ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტში ვადამდელი არჩევნები 2020 წლის 12 აპრილს ჩატარდება. ამის შესახებ თავის Twitter-ზე ქვეყნის პრემიერმინისტრო ზორან ზაევი წერს. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტთან სვეტო პენდაროვსკისთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.

„ყველა ლიდერის ერთსულოვანი პოზიცია არის ის, რომ ჩვენი მიზანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. გადაწყდა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 12 აპრილს ჩატარდება“, – წერს იგი.

ტექნიკურად კი, მაკედონიის ხელისუფლება მუშაობას მომდევნო წლის 3 იანვარს დაიწყებს.

„ჩვენ მივუყვებით დემოკრატიის გზას, რომელიც აერთიანებს ევროპულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის თავისუფლებასა და უფლებებს. იმედი მაქვს, რომ 12 აპრილს მოქალაქეები ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – აცხადებს ზაევი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად