მაკედონიაში, სპეცოპერაციის დროს, 14 ტერორისტი მოკლეს

მაკედონიაში ტერორისტული დაჯგუფების განეიტრალების დროს 14 მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო Associated Pres ავრცელებს.

შეტაკებისას 8 პოლიციელი დაიღუპა, 37 კი დაიჭრა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ნაღმტყორცნებით, ტყვიამფრქვევებით და სნაიპერის შაშხანებით იყვნენ შეიარაღებული.

მაკედონიის პრემიერმინისტრის ნიკოლა გრუევსკის განცხადებით, დაჯგუფება 40 კარგად მომზადებული და შეიარაღებული მებრძოლისგან შედგებოდა. ტერორისტები გეგმავდნენ სახელმწიფო სამსახურების შენობებზე თავდასხმას. „დაჯგუფების მიზანი მაკედონიაში დესტაბილიზაციის მოწყობა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა იყო“, განაცხადა გრუევსკიმ.

პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადაუცხადებს დაღუპული პოლიციელების ოჯახებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 20-ზე მეტი შეიარაღებული მებრძოლი სამართალდამცავებს ჩაბარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...