“მაკდონალდსის“ რესტორნების მენიუდან რამდენიმე ბურგერი და სენდვიჩი გაქრება

„მაკდონალდსის“ მენიუდან 9 დასახელების პროდუქტი გაქრება. ამის შესახებ გამოცემა RTTNews-ი იუწყება. სწრაფი კვების ობიექტების ქსელი, მსოფლიოს მასშტაბით, ასორტიმენტიდან ჰამბურგერ დე-ლუქსს, 6 დასახელების დიდ სენდვიჩს, ქათმის რგოლებს და თაფლის მდოგვს ამოიღებს.

„მაკდონალდსის“ გაყიდვები შარშან 2,2%-ით შემცირდა. კომპანიის ანგარიშში ჩანს, რომ ფინანსური მაჩვენებლები მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც გაუარესდა. ქსელის შემოსავალმა 33%-ით დაიკლო, სუფთა მოგება კი 11%-ით შმცირდა.

„მაკდონალდსი“ წლის დასაწყისში იტყობინებოდა, რომ 350 რესტორნის დახურვას აპირებდა. ქსელი 118 ქვეყანაში, დაახლოებით, 35 ათას რესტორანს ითვლის. სწრაფი კვების ობიექტები დღეში, დაახლოებით, 70 მილიონ ადამიანს ემსახურება. ამ მაჩვენებლით „მაკდონალდსი“ მხოლოდ Subway-ს ჩამორჩება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად