მაკა სოლოღაშვილი : ჩვენს კლინიკაში 13 წლის მოზარდი შემოიყვანეს, რომელსაც covid19 აქვს

ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი

„დღეს დილის მდგომარეობით ბოჭორიშვილის კლინიკაში 20 პაციენტი მკურნალობს, აქედან დაემატა 2 ახალი პაციენტი. გამოვლენილი და დადასტურებული სულ არის 11 პაციენტი. 11-დან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია და ეწერება ამ წუთებში. ორი ახალი პაციენტიდან ერთი 13 წლის ბავშვია და ერთიც – მოზრდილი. არასრულწლოვანი არის მხოლოდ ერთი, მის შემთხვევაში შიდა გადაცემა ოჯახის წევრისგან მოხდა. დადასტურებული დიაგნოზით 10 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი მეტნაკლებად საყურადღებოა და დანარჩენი სტაბილურია. სასწრაფო დახმარების ექიმის შემოყვანა ჩვენ კლინიკაში არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად