მაკა ჩიჩუა: ბიძინა რაზე ოცნებობს ვერ გეტყვით, ფაქტია ცხოველებით და ზოოპარკით დაიწყო, გადმოვიდა ადამიანებზე

ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, “ტვ პირველთან” საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რა დაპირებითაც მოვიდა ხელისუფლებაში, არ შეასრულა.

“არ ვიცი ბიძინას ოცნებები საით მიდის, მაგრამ ფაქტია ზოოპარკით დაიწყო და მათზე დაკვირვებით, გადმოვიდა ადამიანებზე, ჩვენზე, თანამემამულეებზე, თანამოქალაქეებზე, იმის მაგივრად რომ ძალიან დიდი შანსი გამოეყენებინა და მართლაც ღირსეულად გადაგვედგა ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გვქონდა გეგმაში. გუნდი რომელიც მოდიოდა, მისი პირობა, მისი გეზი იყო ევროატლანტიკური გზისგენ მიმართული, რა მივიღეთ? ყველაფერი თავდაყირა დადგა, დღეს ტურისტები სადღაც ბუჩქებში შეიძლება ნახონ, გარდაცვლილი, ფოთლებგადაფარებული”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

კომენტარები
იტვირთება...