მაისში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა შემცირდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი ივნისისათვის 12.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 174.9 მლნ ლარით ანუ 1.35 პროცენტით ნაკლებია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე მაისში დეპოზიტების მოცულობა 1.41 პროცენტით შემცირდა). 

მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა როგორც ვადიანი, ისე მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას, შესაბამისად 83.4 მლნ ლარით (ანუ 1.1 პროცენტით) და 91.5 მლნ ლარით (1.8 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  ივნისისათვის 34.14 პროცენტი შეადგინა – პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, 0.40 პროცენტული პუნქტით მეტი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.42 პროცენტული პუნქტით მეტი).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე -7.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 4.9 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.7 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.5 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად