მაისის თვე ბანკებმა 70 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს

გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მაისის თვის წმინდა მოგებამ 70.8 მილიონი ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 79.4 პროცენტი შეადგინა.

1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 16 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით.

წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.2 მილიარდი ლარით, ანუ 0.8 პროცენტით შემცირდა და 23.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, ოპერაციების შედეგად (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე) ეს მაჩვენებელი 0.85 პროცენტით შემცირდა, ხოლო კურსის ცვლილებამ მისი 0.05 პროცენტით ზრდა განაპირობა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.1 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78.4 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად