მაისის თოვლი ბაკურიანში (ფოტო-ვიდეო)

ბაკურიანში მაისის თოვლი მოვიდა.

თოვლიანი ბაკურიანის ფოტოებს ფეისბუქგვერდი bakuriani.ge ავრცელებს. როგორც ვებ გვერდი იუწყება ფოტოები დღეს, 10 მაისს არის გადაღებული.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 11 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლებელია თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და ზოგან წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ვიდეო: ნინა ანტონიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად