მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში შარშანდელზე 19%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან გამართულ თათბირზე ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება განიხილეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ობგანმა თათბირზე მოხმარებული ეკქტროენერგიის შესახებ სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა. კრისტინა ობგანის თქმით, ენგურჰესის რეაბილიტაციის შემდეგ, მაისიდან 16 ივნისამდე პერიოდში, გახარჯულია 260 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43 მლნ კვტ.სთ-ით ანუ 19%-ით მეტი.
 
2021 წლის ხუთ თვეში, კრისტინა ოზგანის თქმით, გახარჯულია შარშანდელთან შედარებით 267 მლნ კვტ.სთ-ით ანუ 25%-ით მეტი ელექტროენერგია (ესკოს მონაცემებით წელს 275 მლნ კვტ.სთ-ით მეტი ელექტროენერგიაა გახარჯული. სხვაობა, სავარაუდოდ, იმით არის გამოწვეული, რომ ერთ შემთხვევაში აღრიცხულია მთლიანი მიწოდება, დანაკარგების გაუთვალისწინებლად, მეორე შემთხვევაში კი აღრიცხულია სუფთა მოხმარება).
 
კრისტინა ოზგანმა თათბირის მონაწილეებს თითოეული რაიონის მიერ გახარჯული ელქტროენერგიის რაოდენობის შესახებ მონაცემები გააცნო. მისი თქმით 1 მაისიდან – 16 ივნისამდე პერიოდშძი ყველაზე მეტი ელექტროენერგია გაგრის რაიონში გახარჯეს, ყველაზე ნაკლები კი – გალის რაიონში.

 
თათბირზე აღინიშნა, რომ კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის საწინაღმდეგო ზომების გატარების შემდეგ გამოვლენილი იქნა 359 მაინინგ-ფერმა და 22 610 ფერმა გატანილი იქნა რუსეთში, თუმცა იქვე ისიც აღნიშნეს, რომ მხოლოდ ოფიციალურად 66 856 ფერმა იყო შემოტანილი.
 
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე უაღრესად დაბალი ფასის მიუხედავად იურიდიულ პირებს გახარჯული ელექტროენერგიის 87%-ის , ფიზიკურ პირებს კი 22%-ის საფასური აქვთ გადახდილი.
კომენტარები
იტვირთება...