მაისაია:ჩვენი თავდაცვის პოლიტიკის ფონზე შეიძლება ის ინსტრუმენტებიც ჩამოგვაცალონ,რაც გვაქვს

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ამერიკის როლის შემცირება შესაძლოა საქართველოსთვის სასიკეთო იყოს, ვინაიდან ევროპელმა პარტნიორებმა საკუთარი წვლილი გაზარდონ და ამ დროს ნატოს გაფართოების პოლიტიკა აწარმოონ.

როგორც მაისაიამ „აიპრესს“ განუცხადა, საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა იმდენად სუსტია, რომ არა თუ ნატოში გაწევრიანება და მაპ-ის მინიჭება, არამედ რა ინსტრუმენტებიც გვაქვს ისიც ჩამოგვაცალონ.

„არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკის როლის შემცირების ფონზე მოკავშირეებმა, მათ შორის სკეპტიკოსებმაც კიდევ უფრო,  გააქტიურონ თავისი საქმე. ადრე ისინი ამერიკის იმედად იყვნენ, მაგრამ თუ ამერიკა შეამცირებს თავის წვლილს ნატო-ში, მაშინ ევროპელი მოკავშირეები გაქტიურდებიან, რამაც შესაძლოა ალიანსში ჩვენი გაწევრიანება დააჩქაროს. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ გაგიგიათ. შესაძლოა ასე მოხდეს ამ შემთხვევაში. შესაძლოა ამან ჩვენი შანსები გაზარდოს და მაპ-ის მონიჭების საკითხი აღარ გადაიწიოს.

მაგრამ რა პოლიტიკასაც თავდაცვის სამინისტრო ატარებს, მაპ-ს კი არა და რაც გვაქვს შეიძლება ის ინსტრუმენტებიც გამოგვაცალონ ხელიდან. 

ნუ გადავალთ რიტორიკაში. ჩვენ გვაღელვებს ჩვენი უსაფრთხოების გარემო. ამას გეუბნებით როგორც სამხედრო დოქტორი და ანალიტიკოსი. ახლა საუბარს ამერიკელებისა და ფრანგების დანახულიდან მსჯელობას ხომ არ დავიწყებ?! მე რაც მაწუხებს და ვხედავ რა დონეზეც არის ქვეყანა ეს არის რეალობა. ახლა პოლიტკორექტულობის დრო ნამდვილად არ არის. მე მინდა ქვეყნის გადარჩენა. ვისაც არ უნდა, მაშინ დაიჯეროს რომ ყველაფერი კარგადაა. „შიშველი მეფის“ სინდრომში ნუ ვამყოფებთ საკუთარ თავს. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა და ჩართულობა არ არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დამტკიცება. ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ არა უმთავრესი. ჩვენი შეიარაღებული ძალების ეფექტურობას ამით არ ვაფასებ“, – განუცხადა მაისაიამ „აიპრესს“. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად