მაისაია: ექსტრავაგნტ პუტინის მარჯვენა ხელ ლავროვის განცხადებაზე რეაგირება წყლის ნაყვაა!

ექსტრავაგნტ პუტინის მარჯვენა ხელ ლავროვის განცხადებაზე რეაგირება წყლის ნაყვაა და ეს არც ღირს, – ასე ეხმაურება „აიპრესთან“ პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

მაისაია კითხულობს, როგორ შეიძლება პროვოკაციად იყოს აღქმული, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე მხარდამჭერი განცხადებები პარტნიორების მხრიდან.

„პუტინის რეჟიმმა რომ რეალობის შეგრძნება დაკარგა, ეს ახალი არ არის. ამის კარგი მაგალითია, როდესაც პუტინმა თქვა, რომ ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ბირთვული ომი, ოღონდ ჩვენი მტრებისგან განსხვავებით ჩვენ წავალთ სამოთხეშიო. გასაგებია მისი ექსტრავაგანტული და „უჩვეულო“ განაცხადებები. აქედან გამომდინარე, როდესაც პუტინის მარჯვენა ხელი ლავროვი აკეთებს, ასეთ განცხადებას, მასზე რეაგირება ზედმეტი წყლის ნაყვაა და არც ღირს. როგორ შეიძლება ნატოს მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, როგორ შეიძლება პროვოკაცია იყოს?! ჩვენი საგარეო პოლიტიკა სწორედ ფასეულობებისკენ არის მიმართული, რასაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება ჰქვია. ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაზე პროვოკაციულია.

„პროვოკაციულად მივიჩნევთ ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე. ასეთმა უპასუხისმგებლო გზავნილებმა 2008 წლის აგვისტოში თბილისი წააქეზა დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურა განეხორციელებინა“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად