მაიორი დვალიშვილი: 2015 წელს გარკვეული პირები ამ ვიდეოს მთხოვდნენ, მათ ეს ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის უნდოდათ

2015 წელს გარკვეული პირები ამ ვიდეოს მთხოვდნენ, მათ ეს ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის უნდოდათ, – ამის შესახებ პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მეც მოვისმინე კომენტარი, რომლითაც “ნაციონალურ მოძრაობას” დამაკავშირეს. რა უნდა ვუპასუხო ასეთ არაკომპეტენტურ განცხადებას? არცერთ პარტიაში არასდროს არ ვყოფილვარ. ეს კადრები ჩაწერიდან ნახევარ საათში ჰქონდა ჩემს ხელმძღვანელობას. ეს იმათ გადაწყვეტილება იყო, როცა გაუშვეს ის ადამიანი. ეს ვიდეოც იმის გამო მომთხოვეს, რომ მე ხომ არ გადავაჭარბე რამეს? რეაქცია აქვთ ნოლი და მე რა უნდა გამეკეთებინა?!

პირადად ბატონ ანრი ოხანაშვილს ვუპასუხებ ახლა, სანამ ასეთ სულელურ კომენტარს გააკეთებს, დაავალოს სამინისტროს და ცოტა ღრმად მოიკითხოს ეს ამბავი თუ რა ხდებოდა. 2015 წელს იყო ინტერესი აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით. მათ ეს ვიდეო სჭირდებოდათ ამ ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, რაზეც საქმის კურსში ჩავაყენე ჩემი ხელმძღვანელობა და პირიქით გადავეცი სხვა ვიდეო, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ ეს ხალხი მთხოვდნენ მე ამ ვიდეოს. მითხრეს, რომ კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ჩვენი რეაგირება ის არის, რომ წადი და რამდენიმე დღე “დაისვენეო”. სხვა რეაგირება არ მოჰყოლია და არც მოჰყვებოდა, რადგან აღნიშნეს, რომ ამის რეაგირება მათ ინტერესებში არ შედიოდა”, – განაცხადა გიორგი დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა განაცხადა, რომ ლევან იზორიას ძმის დაკავების გამო მისი დევნა დაიწყო. აღნიშნული ვიდეომასალა გუშინ “მთავარმა არხმა” გაავრცელა.

მოგვიანებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ლევან იზორიას დედამ, გულიკო კვირკველიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ყველამ კარგად იცის, ჩემი მეორე შვილი დღემდე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად