მაიკლ პომპეო: მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტს Twitter-ზე ეხმაურება.
„აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას ემყარება. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“ – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი “ტვიტერზე”.