მაიკლ პენსის მრჩეველი კორონავირუსით დაინფიცირდა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის მრჩეველი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ Bloomberg სამი წყაროს მითითებით წერს.

მათივე ცნობით, გასულ ოთხშაბათს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველს მარტი ობსტს. ამასთან, უცნობია, აქვს თუ არა მას კორონავირუსთან დაკავშირებული დაავადების თანმხლები სიმპტომები. სააგენტო აღნიშნავს, რომ ობსტი არ არის ადმინისტრაციის წევრი, მაგრამ არის პენსის ახლო წრის წარმომადგენელი და მას ხშირად ხედავს, მათ შორის თეთრ სახლში ვიზიტის დროს.

Bloomberg-ის წყაროების თანახმად, ბოლოს მათ ერთმანეთი ნახეს დაახლოებით ერთი კვირის წინ, მაგრამ მჭიდრო კონტაქტი არ ჰქონიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად