მაიკლ ბლუმბერგი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას მხარს უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი უნდა მოხდეს,-ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა.

“ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული რამაა. ადრე მის იმპიჩმენტს ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ყველა მტკიცებულების შემდეგ, ვემხრობი. სამწუხაროა, მაგრამ დიახ”, – განუცხადა მაიკლ ბლუმბერგმა CBS News- ს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ.

როგორც მან დასძინა, აშშ-ს პრეზიდენტს არ ესმის, რომ იგი არჩეული თანამდებობის პირია.

”ის ვერ აცნობიერებს, რომ არჩეული თანამდებობის პირია, რომლის ამოცანაა საზოგადოებისთვის იმუშაოს და არა საკუთარი თავისთვის”,-განაცხადა ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა.

როგორც ცნობილია, მაიკ ბლუმბერგი დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატია.

5 დეკემბერს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის ბრალდებათა შედგენა დაიწყო.

სიტყვით გამოსვლისას პელოსმა ტრამპი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას ძირს უთხრის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად