მაიკ პომპეომ რუსეთი და ჩინეთი სამხრეთ ამერიკაში ავტორიტარიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩინეთი და რუსეთი სამხრეთ ამერიკაში ავტორიტარიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

“ჩინეთის ფულადი დახმარება ნიკოლას მადუროს რეჟიმს საშუალებას აძლევს, რომ ამ ქვეყანაში კრიზისი გამწვავდეს”, – განაცხადა პომპეომ სანტიაგოში, საკონფერენციო ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სამხრეთ-ამერიკის რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური გავლენა ხელს უწყობს ავტორიტარული ლიდერების გაძლიერებასა და კორუფციის გავრცელებას.

“რუსეთს, როგორც ყველამ იცის, კუბის და ნიკარაგუის ავტორიტარულ ლიდერებთან ხანგრძლივი კავშირები აქვს”, – დასძინა პომპეომ.
სახელწმიფო მდივანმა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ოპონენტები გააკრიტიკა, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს რეჟიმი დაემხოს და ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს მხარდამჭერი ქვეყნების კოალიცია შეიქმნას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...