მაიკ პომპეომ აშშ-ს მოკავშირეებს ირანზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აშშ-ს მოკავშირეებს მოუწოდა, ირანის წინააღმდეგ ზეწოლა გააძლიერონ. დიპლომატმა თავისი მიმართვა მიკრობლოგ Twitter- ზე გამოაქვეყნა.

“მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ზეწოლა გაზარდონ მანამ, სანამ იგი დესტაბილიზაციის შემცველ ქმედებებს არ შეწყვეტს ”,- აღნიშნა პომპეომ.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ადრე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნას გეგმავს, რომელშიც არა მხოლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნები, არამედ აზიისა და ევროპისაც შევლენ. აღნიშნული საკითხი მაიკ პომპეომ 24 ივნისს ერ-რიადში საუდის არაბეთის მეფე, სალმან ალ საუდთან განიხილეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...