მაიკ პომპეო: ტრამპისა და ზელენსკის საუბრის გასაჯაროება არასწორი იქნება

საპრეზიდენტო საუბრები პირადია, ამიტომ მათი გამოქვეყნება, თუ ის “საგანგებო გარემოებებს” არ უკავშირდება, არასწორია. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ABC– ს განუცხადა.

წამყვანმა პომპეოს ჰკითხა, გამოაქვეყნებს თუ არა თეთრი სახლი ივლისში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის უკრაინელ კოლეგა, ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს.

მან უპასუხა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩანაწერებს იშვიათად ასაჯაროებს.

”ეს პირადი საუბრებია და მათი გასაჯაროება, გარდა უკიდურეს ვითარებისა, არასწორი იქნებოდა. ამ დროისთვის, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ამის გაკეთება სწორია”,- დასძინა პომპეომ.

მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გამოქვეყნებაზე იფიქრებს. აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან მისი საუბარი “იდეალური” იყო.

გამოცემა Wall Street Journal-ის (WSJ) წყაროების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ივლისში გამართული სატელეფონო საუბრის დროს, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე მოითხოვა, რომ ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო.

რობერტ ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან უმსხვილეს კერძო კომპანია Burisma Holdings- ის დირექტორთა საბჭოში მსახურობდა. თუმცა, 2019 წელს მან თანამდებობა დატოვა.

ტრამპსა და ზელენსკის შორის პირველი სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგას უკრაინის რადას არჩევნებში პარტია “ხალხის მსახურის” გამარჯვება მიულოცა.

გარდა ამისა, აშშ-ს ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებში, ასევე რეფორმების პროგრამის განხორციელებაში დაეხმაროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად