მაიკ პომპეო შესაძლო კიბერთავდასხმებზე: აშშ საკუთარ ინტერესებს დაიცავს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Fox News-ის ეთერში რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო კიბერთავდასხმების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიტყვებზე კომენტარი არ გააკეთა.

თუმცა, მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საკუთარ ინტერესებს დაიცავს.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები დავიცვათ”, – განაცხადა პომპეომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ისიც აღნიშნა, რომ „დონალდ ტრამპის სიტყვებს ვერაფერს დაამატებდა“.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე The New York Times- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, თითქოს ამერიკამ რუსულ ენერგოსისტემაში თავისი ძალისხმევა გააძლიერა და მოსკოვზე კიბერშეტევა მნიშვნელოვნად გაზარდა. როგორც ამერიკის ლიდერი წერს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„წარმოგიდგენიათ, „ნიუ იორკ თაიმსმა“ მოამზადა სტატია, სადაც აცხადებს, რომ აშშ არსებითად ზრდის კიბერთავდასხმებს რუსეთზე. ეს ღალატის ვირტუალური აქტია ერთ დროს დიდებული გაზეთის მიერ, რომელიც სასოწარკვეთილია ნებისმიერი ამბის მოსაპოვებლად, თუნდაც ის ქვეყნისთვის საზიანო იყოს“,- დაწერა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...