მაიკ პომპეო, ჯონ ბოლტონს სიცრუის გავრცელებაში და ღალატში ადანაშაულებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, სახელმწიფოს მეთაურის ყოფილი თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი აშკარა სიცრუის გავრცელებაში და ღალატში დაადანაშაულა. ეს ეხება მის წიგნს, რომელსაც ჰქვია “ოთახი, სადაც ეს მოხდა: თეთრი სახლის მემუარები” (The Room Where It Happened: A White House Memoir).

”მე არ წამიკითხავს წიგნი, მაგრამ ვიმსჯელებ გამოქვეყნებულ ფრაგმენტებზე დაყრდნობით. ჯონ ბოლტონი ავრცელებს სიცრუეს, ნახევრად სიმართლესა და აშკარა სიცრუეს. სამწუხარო და სახიფათოა, რომ ჯონ ბოლტონოს, როგორც საზოგადო მოღვაწის ბოლო როლი გამყიდველის როლი აღმოჩნდა, რომლითაც მან ზიანი მიაყენა ამერიკას წმინდა ნდობის დარღვევით. მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს მთელს მსოფლიოში, თქვენ იცით, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ამერიკა სიკეთის ძალაა მსოფლიოში,” – აცხადებს პომპეო.

The Wall Street Journal-ის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამერიკელმა ლიდერმა თქვა, რომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს სახელმწიფო მდივანთან, მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ბოლტონმა ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ტრამპს ჰკითხეს, რას ფიქრობს თავისი ყოფილი თანაშემწის წიგნის ფრაგმენტის შესახებ, რომელიც New York Times- მა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მაიკ პომპეომ, დონალდ ტრამპს, აშშ-სა და ჩინეთის პირველ სამიტზე 2018 წელს ცრუპენტელა უწოდა. ”საეჭვოა, პომპეოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს”, – უპასუხა პრეზიდენტმა.

სამშაბათს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა, ბოლტონს თავისი მემუარების გამოქვეყნების გამო უჩივლა. აშშ-ს ხელისუფლება ბოლტონს ადანაშაულებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნებაში.

წიგნი სავარაუდოდ, მარტში უნდა გამოსულიყო, მაგრამ გამოქვეყნება ჯერ მაისამდე, შემდეგ კი 23 ივნისამდე გადაიდო. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თეთრი სახლი ცდილობს, თავიდან აიცილოს მემუარების სრული ტექსტის გამოქვეყნება, რათა თავიდან აიცილოს პრეზიდენტის ავტორიტეტის შელახვა ნოემბრის მოახლოებული არჩევნების წინ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად