მაიკ პომპეო: “ისლამური სახელმწიფო” 99%-ით განადგურებულია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” 99%-ით განადგურებულია. ამის შესახებ The Washington Examiner წერს.

“ჩვენ ხალიფატის 99% გავანადგურეთ. ამით უნდა იწყებოდეს ყველა სტატიის პირველი წინადადება, ხომ ასეა? ყველანი მეთანხმებით?”, – განაცხადა პომპეომ.

მისი თქმით, ვაშინგტონი არ დაუშვებს, რომ კიდევ გაიზარდოს ისეთი ძალა, როგორიც ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოა”, როგორიც იგი, მისი თქმით, ბარაკ ობამას დროს იყო.

19 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიის ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ განაცხადა. მან ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ მთავარი ამოცანა, რაც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა იყო, შესრულებულია. 4 იანვარს კი პომპეომ განაცხადა, რომ სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის პროცესი ფაქტობრივად დაწყებულია. ამასთან, მას არ დაუზუსტებია ვადები, თუ ზუსტად რა დროის ვადაში აპირებს ვაშინგტონი ყველა სამხედროს სამშობლოში დაბრუნებას, ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ არ სურთ, ეს ინფორმაცია შეერთებული შტატების მტრებმაც შეიტყონ.

ტრამპის გადაწყვტილების ფონზე კი, პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა თანამდებობა დატოვა, რაც იმით ახსნა, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. თუმცაღა, თანამდებობის ოფიციალურად დატოვებამდე, მან ხელი მიაწერა სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ ბრძანებას. უწყების ახალი ხელმძღვანელი ჯერჯერობით არ აურჩევიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად