მაიკ პომპეო: ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ზეწოლა უნდა გაძლიერდეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული საქმიანობა და პოლიტიკა რეჟიმის მიმართ ზეწოლის გაძლიერებას მოითხოვს. ამის შესახებ მან Fox Business– თან ინტერვიუში განაცხადა.

”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა. მთელი მსოფლიო გვჭირდება იმისთვის, რათა აღიარებული იყოს, რომ ამ რეჟიმის პირობებში, ირანი კვლავ არის უდიდესი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ტერორიზმს აფინანსებს და რეალურ საფრთხეს წარმოადგენს”, – განმარტა დიპლომატმა.

მან აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შედეგიანია. მისი თქმით, “ირანის ისლამური ლიდერები იძულებულნი არიან მიიღონ რთული გადაწყვეტილებები ბიუჯეტთან დაკავშირებით,” თეირანი ამცირებს დაფინანსებას ისეთ სტრუქტურებზე, როგორიცაა დაჯგუფება “ჰეზბოლა”.

როგორც მაიკ პომპეომ დასძინა,  (JCPOA) ირანის ბირთვული პროგრამის ერთობლივი სამოქმედო გეგმა ირანს “საშუალებას აძლევდა, თანხა მიეღო, რომელიც ტერორისტული საქმიანობისთვის საჭირო იყო. შედეგადაც ახლა თეირანს “მეტი რაკეტა აქვს, ეს ტერორს ააქტიურებს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად