მაიკ პომპეო: ირანის ხელისუფლების მუქარის შემცველი ქმედება დაუსჯელი არ დარჩება

ირანის ხელისუფლების მუქარის შემცველი ქმედება დაუსჯელი არ დარჩება. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Twitter– ის გვერდზე დაწერა.

”შეხვდი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს, რათა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმები განგვეხილა. აშშ მხარს უჭერს საუდის არაბეთს და მისი დაცვის უფლება აქვს. ირანის რეჟიმის მუქარის შემცველი ქმედება დაუსჯელი არ დარჩება”,- წერს მაიკ პომპეო.

აშშ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მტკიცებულებების წარდგენას გეგმავს, რომ საუდის არაბეთში ნავთობკომპანიაზე  განხორციელებული თავდასხმის უკან საუდის არაბეთი დგას. საუდის არაბეთში ასევე განაცხადა, რომ მათ ასეთი ინფორმაცია გააჩნიათ.

14 სექტემბერს, ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანი დაადანაშაულა. მის მოსაზრებას ასევე იზიარებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად