მაიკ პომპეო, Covid-19-ის გამო ირანის დაფინანსების წინააღმდეგია

აშშ-ში ირანისთვის, ახალი კოროავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თანხის გამოყოფის წინააღმდეგი არიან. ამის შესახებ მაიკ პომპეომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ირანელებს მხოლოდ კარგს ვუსურვებთ, მაგრამ ეს არის იმის საფუძველი, რომ ფული მივაწოდოთ ირანის რეჟიმს. ჩვენ ასეთი რამ ადრე გვინახავს. ფული მათი კორუმპირებულ ჯიბეებში მოხვდება. რესურსი არ მოხმარდება მედიკამენტებსა და საკვებს. მათ აქვთ ფული, იქ არის რესურსი”, – აცხადებს პომპეო.

​მისი თქმით, იმის ძახილი, რომ რესურსის გაგზავნით, ისლამურ რესპუბლიკაში ჰუმანიტარული კრიზისი მოგვარდება, ეს ლოგიკური შეცდომაა.

“იმედი გვაქვს, რომ მიიღებენ ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ასე ძალიან სჭირდება ირანელებს, დღეისათვის არანაირი სანქციები არ არსებობს, რაც ხელს შეუშლიდა ამას”, – აღნიშნავს პომპეო.

მისი თქმით, ვაშინგტონს აქამდე არაერთხელ შეუთავაზებია ირანისთვის ჰუმანიტარული დახმარება ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად