მაიკ პომპეო ჩინეთს ადამიანთა უფლებების დარღვევასა და კიბერშეტევებში ადანაშაულებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხრიდან საფრთხის არსებობა აღიარა. ამის შესახებ მან Fox Business– თან ინტერვიუში განაცხადა.

რისკებს შორის პომპეომ დაასახელა ტექნოლოგიის “ქურდობა”, კიბერშეტევები და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის საქმიანობა.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება, სინცზიან-უიგურის ავტონომიურ რეგიონში ადამიანთა უფლებების დარღვევასა და მასობრივ დაკავებებში მონაწილეობს, ხოლო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქვეყნის ტერიტორიული პრეტენზიები უსაფუძვლოა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჩინეთის ხელისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაშიც დაადანაშაულა, მათ შორის ჰონგ კონგში.

თუმცა, მაიკ პომპეოს თქმით, შეერთებული შტატები მზად არის, ჩინეთთან ითანამშრომლოს და სავაჭრო საკითხზე ხელშეკრულება გააფორმოს იმ შემთხვევაში, თუ ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

ადრე, პეკინმა და ვაშინგტონმა სავაჭრო ხელშეკრულების ”მთავარ საკითხებზე” ”სერიოზული და კონსტრუქციული” მოლაპარაკებები გამართეს. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანახმაა, რომ 15 ოქტომბრიდან ჩინურ საქონელზე ტარიფების გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება გააუქმოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად