მაიკ პომპეო: ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის – ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

პომპეოს განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ნავალნის დაკავება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა ოპოზიციური ლიდერების გაჩუმების მცდელობას წარმოადგენს.

მაიკ პომპეოს თქმით, საკუთარ თავში დარწმუნებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენციის, არ ძალადობენ და არ აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს.

“შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შესახებ. რუსი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მხარს უჭერს იდეების ღია სივრცეს, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და სიტყვისა და შეკრების ადამიანის ძირითადი უფლებების გამოყენებას შურისძიების შიშის გარეშე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის. ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას”, – აცხადებს მაიკ პომპეო.

შეგახსენებთ, 17 იანვარს,  ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნდა და “შერემეტევოს” აეროპორტში  დააკავეს

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად