მაიკ პენსსა და მის მეუღლეს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსსა და მის მეუღლეს ახალი კორონავირუსის შესამოწმებელი ტესტი ჩაუტარდათ, რომელმაც ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ მაიკ პენსის პრესმდივანი Twitter-ზე წერს.

“სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ ვიცეპეზიდენტისთვის და მორე ლედისთვის ჩატარებული ტესტირების შედეგად მათ COVID-19 არ დაუდგინდათ”, – წერს პრესმდივანი.

მანამდე 21 მარტს ცნობილი გახდა, რომ ვიცეპრეზიდენტის აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ პირთან არც მაიკ პენსსა და არც დონალდ ტრამპს კონტაქტი არ ჰქონიათ.

14 მარტს დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა. მისი თქმით, იგი თავს კარგად გრძნობს, ხოლო მისი ტემპერატურა ნორმაშია. ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის ტესტი თეთრი სახლის ყველა იმ თანამშრომელს ჩაუტარდება, ვისაც კონტაქტი ჰქონდა მასთან, ან ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან.

მომდევნო დღეს ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. აღნიშნული რეზულტატი აგრეთვე დაადასტურა ტრამპის პირადმა ექიმმაც.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საშიშროება მას მერე გაჩნდა, რაც იგი შეხვდა ბრაზილიის დელეგაციის წევრებს, რომლებსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად