მაიკ პენსი: აშშ უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შემდგომშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მან პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

”შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, მათ შორის, ყირიმთან დაკავშირებით კანონიერი მოთხოვნების თაობაზე, უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“,-აღნიშნა მაიკ პენსმა.
მისი თქმით, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთი მყარი არასდროს ყოფილა.

როგორც პენსმა აღნიშნა, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად წარმატებულ მუშაობასა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

პოლიტიკოსთა შეხვედრა ვარშავაში გაიმართა, სადაც ზელენსკი და პენსი მეორე მსოფლიო ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდნენ. ზელენსკი ასევე პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის გაზაფხულზე კონფლიქტი, კიევში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, რის შემდეგაც თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები კონფლიქტში მონაწილეობაში რუსეთს ადანაშაულებენ, თუმცა კრემლი ყველა ბრალდებას უარყოფს. საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, რის გამოც მოსკოვს სანქციები არაერთხელ დაუწესდა, რომელიც დღემდე ძალაშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად