მაიამიში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა

ფლორიდაში 12-სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მაიამი-დეიდის ოლქის მერმა, დანიელა ლავინკავამ განაცხადა.

მაშველებმა კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ოფიციალური პირების თქმით, ამ დროისთვის 109 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

შეგახსენებთ, ფლორიდაში, ქალაქ სერფსაიდში შენობა გამთენიისას ჩამოინგრა, რა დროსაც მაცხოვრებლების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ეძინა.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის ნგრევის მიზეზი პროექტირებისას დაშვებული შეცდომაა, რამაც ხელი შეუშალა შენობის ქვემოთ წყლის გადინებას.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიამიში ჩამოშლილი კორპუსის შემოწმებისას, პროექტში არსებული სერიოზული დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს იყო ცნობილი. Champlain Towers South Condo-ში აუზის არასათანადო სადრენაჟო სისტემამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობის ფუნდამენტს.

კომენტარები
იტვირთება...