მაიამიში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

სამმა უცნობმა პირმა მაიამიში ცეცხლი გახსნა ხალხში, რის შედეგადაც მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ABC TV არხი ადგილობრივი პოლიციის მითითებით იტყობინება.

ცნობილია, რომ ხალხი ქუჩაში იმყოფებოდა, როდესაც კონცერტისთვის დაქირავებული ადგილის მახლობლად უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ყველა დაზარალებული მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები
იტვირთება...