მაიამის არტ ბაზელზე გამოფენილი 120 000 დოლარიანი ბანანი ქართველმა არტისტმა შეჭამა

ნიუ იორკში მცხოვრებმა ქართველმა არტისტმა დევიდ დათუნამ, მაიამის არტ ბაზელზე გამოფენილი 120 000 აშშ დოლარიანი ბანანი კედლიდან ჩამოხსნა და კამერების წინ შეჭამა.

“ძალიან გემრიელი იყო. შემიძლია შევჭამო ბანანი და ასევე ბანანის კონცეფციაც იმიტომ, რომ არტისტი ვარ და არა ჩვეულებრივი ადამიანი. ეს არ ეხება ნამუშევარს, ეს არტ პერფორმანსია. მიყვარს მაურისიო კატელანი. ერთი არტისტი ჭამს მეორეს, ეს სახალისო ამბავია. პერფორმანსს “შიერი არტისტი” ჰქვია” – განუცხადა მან New York Post-ს.

გალერეამ ინციდენტის გამო დაცვა გამოიძახა, თუმცა დევიდ დათუნამ იქაურობის დატოვება მოასწრო.

ერთი კვირით ადრე, მაურისიო კატელანის ნამუშევარმა აურზაური გამოიწვია, როცა ფრანგმა კოლექციონერმა ბანანი 120 000 აშშ დოლარად შეიძინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად