მაია ვაჩაძე: დღეს სასამართლოში ინსტიტუციური დამოუკიდებლობა უკეთესია, თუმცა ყველაფერი არ არის გაკეთებული

ასე უპასუხა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მაია ვაჩაძემ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის კითხვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს

მამუკა მდინარაძე: გუშინ თბილისობა იყო, სადაც შემხვდა ერთ-ერთი ქალბატონი და დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ უზენაესის მოსამართლების არჩევანზე და კანდიდატების მოსმენაზე. მან მითხრა და დაბარა კითხვა, რომელსაც ახლა დავსვამ. მან თქვა, მრჩება შთაბეჭდილება რომ მოსამართლეთა კანდიდატები პოლიტიკურ ჯგუფებთან არ წვავენ ხიდებსო. მაგრამ, აქტუალური იყო კითხვა, რომ თქვენ შეაფასოთ მმართველობის ფორმა და გვითხრათ, რა მმართველობის ფორმა იყო 2003-2012 წლებში, რა არის ახლა ან უფრო ადრე 2003-მდე.

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენგან გავიგოთ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, მიუმეტეს თქვენ სისტემაში მუშაობთ 1999 წლიდან, ანუ 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ, რადგან ჩვენ გვესმის ათასგვარი საუბარი და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი შეფასება იმ გამოწვევებზე რაც სასამართლოშია დღეს.

მაია ვაჩაძე: მე მოსამართლე გახლდით 1995 წლიდან და ამ პერიოდიდან რამდენიმე ხელისუფლება გამოვიცვალე. 1999 წლიდან ვარ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

ყველა ხელისუფლებას და ყველა პერიოდ ჰქონდა თავის გამოწვევა თავისი პლიუსი და მინუსი.

1999 წლიდან სასამართლო ხელისუფლების გამოწვევა იყო კორუფცია. ამ გამოწვევისთვის საჭირო იყო ძირფესვიანი ბრძოლა, ის ხელისუფლება რომელმაც ჩაანაცვლა წინა ხელისუფლება , პირველი დარტყმა იყო კორუფციისადმი.  მიზანი არის კარგი, მაგრამ საშუალებები ხანდახან არ ამართლებს მიზანს.

ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია რამდენიმე დევიზი: მიზანი ამართლებს საშუალებას, ტოტალური შეუწყნარებლობა დანაშაულს და სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა.

შეიძლება ამ პერიოდში, მაშინ როდესაც სახელწმიფოში მოვიდა ძალა, რომელსაც უნდოდა ძალიან სწრაფად ყველაფრის შეცვლა და ამ მიზნისთვის იგი გარკვეულ საშუალებებს არ აქცევდა ყურადღებას უფლებათა დაცვის სფეროში, ამას ხელს უწყობდა მართველობის სტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც „სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკა“, როდესაც ერთი პირის ძალაუფლებას ექვემდებარება მრავალი შტო, ყველა ამ გამოწვევამ მოიტანა შედეგი, რომელიც სახეზეა იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც დღეს უზენაესში მიიღება.

დღეს უზენაესი სასამართლო იხილავს 100-ობით საქმეს, რომელიც ეხება სახელმწიფოს მიმართ ზიანის ანაზღაურების საკითხებს. რაც დაკავშირებული სახელმწიფოს უკანონო მოქმედებებთან, როგორც სისხლის სამართლის ასევე სამოქალაქო მიმართულებით.

ამას გარდა ჩვენ გვაქვს ფაქტი, და ჩვენ თუ ვერ გამოვასწორეთ ფაქტი ვერ წავალთ წინ, ანუ დღეისთვის ჩვენ გვაქვს ევროპულ სასამარლოს არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის ძალიან მტკივნეული, რომელიც ეხება სიცოცხლის ხელყოფის უფლებას, წამებას და სამართლიანი სასამართლოს უფლების  დარღვევას.

არ შეიძლება ეს იყოს იმ შეფასების გარეშე, რომ ჩვენ არ გვქონდა უხეში დარღვევები. უხეში დარღვევები არ შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ სტრუქტურას, არ შეიძლება უხეში დარღვევები ჰქონდეს სახელისუფლებლო შტოებს და არ ჰქონდეს სასამართლოს, როცა ჩვენ გვაქვს დანაწილების პრინციპი. ე.ი. ყველას აქვს უხეში დარღვევა მოცემულ შემთხვევაში.

რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, აქ არის სამი კრიტერიუმი, ინსტიტუციური, ხელისუფლები ნება და მოსამართლის პიროვნული დამოუკიდებლობა.

თუ გადავხედავთ პერიოდს, ჩვენ ვნახავთ რომ ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა არ არის ისეთი როგორიც არის დღეს.

დღეს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა უკეთესია, თუმცა ამ მხრივ ყველაფერი არ არის გაკეთებულია“, – განაცხადა მაია ვაჩაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად