მაია ცქიტიშვილმა OECD-ის ორგანიზებულ მაღალი რანგის ვირტუალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალი რანგის ვირტუალურ ფორუმში, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისა ორგანიზაციის (OECD) ეგიდით გაიმართა.

საქართველოს, სლოვენიის, პორტუგალიისა და სამხრეთ აფრიკის მთავრობების წარმომადგენლებმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება იმის შესახებ თუ როგორ ართმევენ თავს პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისს.

„პანდემიის გამოცხადების პირველივე დღეებიდან საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ორი მიმართულებით, ესაა – ადმიანებისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება და ეროვნული ეკონომიკის დახმარება. საწყის ეტაპზე ჩვენი რეაგირება იყო მყისიერი და ეფექტიანი. შეიქმნა უწყებათშორისი საბჭო, რომელიც კოორდინირებას უწევს პროცესს. ამ ეტაპზე, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც პანდემიის მეორე ტალღაა, რომელიც პირველთან შედარებით უფრო ძლიერი აღმოჩნდა. სირთულეების მიუხედავად, დარწმუნებული ვართ, რომ უწყებათშორისი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენი მოქალაქეებისა და განვითარების პარტნიორების დახმარებით, შევძლებთ COVID-19-ის გავრცელების კონტროლს და ეკონომიკური შედეგების მინიმალიზებას“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ღრმა რეცესიის შესაჩერებლად, მთავრობა აქტიურად მუშაობს  ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც მიმდინარე და მომავალი გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის წამყვანი სფეროების მეტ მდგრადობას უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...