მაია ცქიტიშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ შიხინ ჩენთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ შიხინ ჩენს შეხვდა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები, ისაუბრეს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობაზე, სამუშაოების მიმდინარეობის დინამიკასა და ახალი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე.

22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს,, მასპინძლობს, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად