მაია ცქიტიშვილი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: მნიშვნელოვანია ამ შეხვედრის შედეგები

რუსეთის მხრიდან ფრენების შეჩერება დაკავშირებული იყო იმ არასტაბილურ ვითარებასთან, რაც მაშინ ხდებოდა, ყოველ შემთხვევაში ასე მიიჩნევდა რუსეთის ხელისუფლება, რომ საჯარო გამოსვლების გამო რისკის ქვეშ იქნებოდნენ რუსეთს მოქალაქეები. გუშინ უკვე აღვნიშნე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის არც ერთი მოქალაქის მიმართ არ ყოფილა არანაირი აგრესია და ეს მიზეზი ამოწურულია, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს

ვისი ინიციატივით გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა? – ამ შეკითხვაზე მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ბევრად მნიშვნელოვანია ამ შეხვედრის შედეგები და ის თუ როგორ აისახება შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობების ნორმალიზებაზე.

„რაც შეეხება შეხვედრის ორგანიზებას, მოვისმინეთ შვეიცარიის მხარის დასტური და მგონი საკმაოდ სანდო წყაროა იმისთვის, რომ შემდგომ გარკვევაში აღარ შევიდეთ ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთავარია შეხვედრის შედეგები,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად