მაია ცქიტიშვილი: უმრავლესობის სხდომა არ არის სადამსჯელო შეხვედრა

უმრავლესობის სხდომა არ არის სადამსჯელო შეხვედრა, ეს არის აუცილებელი ფორმატი უმრავლესობის გამართული მუშაობისთვის – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა მაია ცქიტიშვილმა მმართველი პარტიის ოფისში მიმდინარე შეხვედრის მოლოდინებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„ეს ის აუცილებელი ფორმატია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გუნდის შიგნით მსჯელობას და ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ასეთი შეხვედრები უმეტესად წინ უძღვის საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს. არაერთი ასეთი სხდომა გვინახავს, რომელიც ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე დასრულებულა და არც ამჯერადაა სასურველი ზედმეტი მოლოდინების შექმნა. დღევანდელი შეხვედრა, პირველ რიგიში, ემსახურება იმას, რომ თუნდა მწვავე დისკუსიის რეჟიმში, გუნდის შიგნით შეჯერდეს პოზიციები. ეს არ არის სადამსჯელო შეხვედრა, ეს არის აუცილებელი ფორმატი უმრავლესობის გამართული მუშაობისთვის“ – განაცხადა მაია ცქიტიშილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...