მაია ცქიტიშვილი: სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგების პრობლემა დიდწილად გადაწყვეტილია

პანდემიის პირობებში უფრო მეტად ვიგრძენით რამდენად მნიშვნელოვანია სკოლებში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, განათლების ინფრასტრუქტურაზე დასმული შეკითხვების პასუხად განაცხადა.

„მცირე რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს, 768 სკოლაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები და პანდემიის გათვალისწინებით განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ სველ წერტილებს. ეს მიმართულება სრულად მოწესრიგდა და პრაქტიკულად შეგვილიძლია ვთქვათ, რომ დიდწილად ეს პრობლემა გადაწყვეტილია,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა ასევე საბავშვო ბაღების ავტორიზაციისა და მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხებს დაუთმო ყურადღება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...