მაია ცქიტიშვილი: საჭიროა პოლიტიკური ძალები არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებისთვის მოემზადონ

რაიმე სახის სამოქალაქო დაპირისპირებას გამოვრიცხავ და თქვენც, ჟურნალისტებსაც გთხოვთ, ნუ დაეხმარებით იმ განცდის შექმნას, რასაც ოპოზიცია ცდილობს, რომ თითქოს საქმე გვაქვს მასობრივ პროტესტთან, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„უკლებლივ ყველას ჩვენს ქვეყანაში აქვს პროტესტის გამოხატვის საშუალება, მაგრამ ნებისმიერი სახის აგრესიას, ეს იქნება ოპოზიციის თუ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების მხრიდან, რა თქმა უნდა, ვერ მივესალმები და პირიქით, ვთხოვდი, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერს, რომ მიუხედავად ემოციური ფონისა, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული ქმედებებისგან. სწორედ ამ ახალგაზრდებს მოუწევთ ამ ქვეყანაში ცხოვრება და ამ ქვეყნის მართვა მომავალში. რა თქმა უნდა, არ ღირს ისეთ დაპირისპირებაში შესვლა, რომელიც შემდეგ ჩვენს მომავალზე აისახება. ჩემი მოწოდებაა გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთნ და უკვე იქ გავარკვიოთ ყველა დეტალი,“ – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. ე. წ. გერმანულ მოდელზე საუბრისას მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობდა, ყველაზე კარგად იციან რა წერია და რა იგულისმება ქვეყნის ძირითადი კანონის ტექსტში.

,,აქედან გამომდინარე, იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ეუთოში ან რომელიმე საერთაშორისო ექსპერტი უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას, ალბათ უკვე არ არის მთლად საფუძვლიანი არგუმენტი. ამ თემასთან დაკავშირებით, არაერთხელ განაცხადეს პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტარებმა, კონსტიტუციონალისტებმა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული კონსტიტუციის შექმნის პროცესში, რომ ის მოდელი, რომელიც წარმოადგენა ოპოზიციამ გერმანული მოდელის სახით, სამწუხაროდ, არ შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მოცემულობა და ნებისმიერი მცდელობა, რომ ამ პროცესში ეუთო ან ნებისმიერი სხვა ექსპერტი შემოვიყვანოთ, ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ პროცესად ვაქციოთ და საშუალება მივცეთ ამ აგრესიას, რომ ისულდგმულოს ამ არგუმენტებით,” – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ე. წ. გერმანული მოდელის ამოქმედებისთვის საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რაც საკმარისი მხარდაჭერის არქონის გამო, მმართველმა ძალამვერ მოახერხა, ამიტომ რეალობიდან გამომდინარე, საჭიროა პოლიტიკური ძალები 2020 წლის არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებისთვის მოემზადონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად