მაია ცქიტიშვილი: საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, ვისთანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უსაფრთხოდ მიიჩნევენ საზღვრის გახსნას, ეს დიდი გამარჯვებაა

„ევროკავშირის უკლებლივ ყველა ქვეყანამ აღიარა ჩვენი წარმატება პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში და ის ფაქტი, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, ვისთანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უსაფრთხოდ მიიჩნევენ საზღვრის გახსნას, არის თავისთავად ძალიან დიდი გამარჯვება“, – ამის შესახებ დღეს განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიალოგი და ზუსტდება დეტალები ამ ქვეყნებთან, რომელთაც საზღვრის გახსნის განსხვავებული რეჟიმები დააწესეს.

„თითოეულ ქვეყანას აქვს დადგენილი საზღვრის გახნის თავისი რეჟიმი. მაგალითად, ავსტრიამ აირჩია, რომ არ გაეხსნა საზღვრები ევროკავშირის ქვეყნების გარდა სხვებისთვის, იტალიამ კი გადაწყვიტა, რომ გაეხსნა, მაგრამ 14 დღიანი კარანტინით. ასევე, შვედეთან დაკავშირებით გავიგეთ გუშინ, რომ მზად არიან გახსნან საზღვარი ტესტის გავლის პირობით. არის ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობენ ყოველგვარი ტესტირების და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას და სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ აქტიურად“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად