მაია ცქიტიშვილი: სახმელეთო საზღვრების გახსნა რისკებს ზრდის, საჰაერო მიმოსვლისას კი ინფექციის კონტროლის მეტი საშუალებაა

სახმელეთო საზღვრების გახსნა რისკებს ზრდის, საჰაერო მიმოსვლისას კი ინფექციის კონტროლის მეტი საშუალებაა, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“საჰაერო საზღვარი იხსნება იმის გათვალისწინებით, რომ პირველ რიგში, იმ ქვეყნებს, ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მაღალი დინამიკით და მაჩვენებლებით ხასიათდება, ვიდრე საქართველოში. მიუხედავად იმისა, გახსოვთ თუნდაც თურქეთის ოფიციალური სტატისტიკა, როდესაც გვეუბნებოდა, რომ დღეში 300 შემთხვევა ჰქონდათ და უკვე რამდენიმე ათეულ ათასზე გადავიდა, იმიტომ რომ მეთოდოლოგია შეიცვალა.

იგივე, რუსეთის მაჩვენებლები არ იქნება მთლად სანდო, რომ რუსეთში დღეში მხოლოდ 10 000 შემთხვევაა. ანუ, ამდენად, ჩვენი ინფორმაციით, იქ გავრცელების დინამიკა არის უფრო განსხვავებული, ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოში. ამდენად, სახმელეთო საზღვრების გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში ვირუსის შემოტანის რისკებს. საჰაერო მიმოსვლის დროს კი ინფექციის კონტროლის ბევრად უფრო მეტი საშუალებაა”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად